ვაქცინაციის პროცესი ახალციხეში

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ვაქცინაციის მიმდინარეობას გაეცნო პაატა იმნაძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ რეგიონში აცრის მსურველთა დაბალ მიმართვიანობაზე ისაუბრა და იმუნიზაციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. სამცხე-ჯავახეთში „ფაიზერით“ ვაქცინაცია პირველად დღეიდან დაიწყო. ამ დროისთვის რეგიონში „ფაიზერის“ 360 დოზაა შეტანილი.