ვაქცინაციის პროცესი აჭარაში

აჭარაში სამიზნე კონტინგენტის 85%-მდე უკვე ვაქცინირებულია. მაჩვენებელი 80%-ზე მეტია ხულოსა და შუახევში, თუმცა ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება აუცილებელია – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. ის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია გრძელდება სოფლებში კარდაკარ-ის პრინციპით, პროცესში ჩართულები არიან უბნის ექიმები და ექთნები.