ვაქცინაციის პროცესი აჭარაში

დღეს 2000-ზე მეტი პირი იცრება აჭარაში.

საყოველთაო იმუნიზაციის ფარგლებში, ბათუმის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება, – „ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო“ და „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“, – ჩაერთო პროცესში. კლინიკები დღეიდან 26 ივლისიდან ვაქცინა „ფაიზერზე“ რეგისტრირებულ მოქალაქეებს მოემსახურებიან. თითოეულ დაწესებულებაში აცრისთვის განკუთვნილი ორ-ორი კაბინეტია. დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრები მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევენ.

საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში ქ. ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, სადაც მოქალაქეები „ფაიზერითაიცრებიან.