ვაქცინაციის პროცესი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება.

„თბილისის ზღვის პლაზაში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაცია ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილი ვაქცინაციის კაბინეტები, შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი.    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამინისტროს თანამშრომლების ნახევარზე მეტი უკვე ვაქცინირებულია.

დატოვე კომენტარი