ვაქცინაციის პროცესი  

„დელტა“ შტამის აქტიური გავრცელების ფონზე, მთავარი აქცენტი იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებაზე კეთდება.

აცრილ მოქალაქეებს შორის სულ უფრო მზარდია ორსულების ვაქცინაციის შემთხვევები. ამ ეტაპზე საქართველოში ორსულების აცრა მხოლოდ „ფაიზერით“ არის დაშვებული. ექიმების ინფორმაციით, იმის გარდა, რომ აცრის შემთხვევაში ქალი კოვიდის გართულებებისგან საკუთარ თავს იცავს, იმუნიზაციით ის საკუთარი შვილის ირიბ ვაქცინაციასაც ახდენს. რაც ჩვილის ორგანიზმისთვის ანტისხეულების გადაცემაში გამოიხატება.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით წამყვანი მეან-გინეკოლოგების რეკომენდაციები ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.