ვაქცინაციის პროცესი 

ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ – ქვეყნაში 4 ვაქცინაა უკვე ხელმისაწვდომი.

ჯერი ახლა მოქალაქეებზეა, რომლებიც საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად იმუნიზაციის პროცესში უნდა ჩაერთონ. ამერიკისგან საჩუქრად მიღებულ ნახევარ მილიონ „ფაიზერზე“ რეგისტრაცია დილიდან დაწყო. აცრა კი შესაძლებელი უკვე ორშაბათიდან იქნება. პანდემიის დასასრულებლად საქართველომ საჩუქარი ლიეტუვისგანაც მიიღო, დამატებით 15 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“. ვაქცინების ხელმისაწვდომობის ფონზე ეპიდ-ვითარება ქვეყანაში დღითიდღე რთულდება. მოქალაქეები პირბადეს უკვე არც დახურულ სივრცეში იკეთებენ. სპეციალისტების რეკომენდაცია კი უცვლელია – აცრა და რეგულაციების დაცვა, რაც პირბადის გამოყენებას და დისტანციის დაცვას გულისხმობს. ბოლო დღეებია დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 3000 უახლოვდება.

დატოვე კომენტარი