ვაქცინაციის პირველი მძიმე გვერდითი მოვლენა საქართველოში

27 წლის ექთანი ერთი საათის წინ თბილისში გადმოიყვანეს. მის გადარჩენას თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ცდილობენ.

შემთხვევა ახალციხეში მდებარე „იმედის“ კლინიკაში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვაქცინაციიდან ნახევარ საათში ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, რის გამოც ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი. აცრამდე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ვაქცინის სარგებელზე ისაუბრა და კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მძიმე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, რაც სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, ბრიტანულ-შვედურიასტრაზენეკას“ ერთ-ერთ იშვიათ გვერდით ეფექტად არის მითითებული, თუმცა ამ პრეპარატით ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე დიდი ბრიტანეთის მასშტაბით აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან მსგავსი გართულება მხოლოდ 41 შემთხვევაში გამოვლინდა.