ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა

წლის ბოლომდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს მოსახლეობის 60 % უნდა იყოს აცრილი. ასეთია გეგმა, რომელიც ვაქცინაციის ეროვნულ დოკუმენტში გაიწერა. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ის პროცედურებია გაწერილი, რომელიც სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინების შემოტანა-შენახვისთვისა და ვაქცინაციისთვის დროულად და ხარვეზების გარეშე არის საჭირო. გეგმაში საუბარია ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტების კონტროლის მექანიზმებზეც. დიდი ალბათობით, თებერვალში ქვეყანა „ფაიზერის“ პირველ პარტიას მიიღებს, რომელიც სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის იქნება განკუთვნილი. მეორე ეტაპზე კი, საქართველოში, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ შემოტანა იგეგმება.