ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი

21:45, 06.11.2026

კვლავ დაბალია მიმართვის მაჩვენებელი ვაქცინაზე, რომელიც კიბოს ერთ-ერთი რთული სახეობის პრევენციას ახდენს.

წინა წლების მსგავსად, პაპილომა ვირუსის აცრების მაჩვენებლები საკმაოდ დაბალ ნიშნულზე რჩება. სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა. ვაქცინაციის პროცესი ორივე სქესის შემთხვევაში 11 წლიდანაა ნებადართული და იმუნიზაციის პროცესი 45 წლის ჩათვლით მიმდინარეობს. საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც პაპილომა ვირუსი იწვევს, სქესობრივი გზით ვრცელდება. დაბალი მიმართვიანობის მთავარ მიზეზად ექიმები ინფორმაციის ნაკლებობას და სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ასახელებენ. სპეციალისტები შესაბამის უწყებებს ამერიკული წარმოების ვაქცინის გარშემო მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით სპეციალური კამპანიების ჩატარებას ურჩევენ.

მსგავსი