ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი

15:02, 04.07.2021

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. სპეციალურად შექმნილი ვებპორტალი booking.moh.gov.ge  როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, კიბერთავდასხმის გამო გაითიშა. ამ დროისთვის მოქალაქეთა დიდი ნაკადის გამო, საიტი ისევ შეფერხებით, თუმცა მაინც მუშაობს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხვალიდან, 150 სამედიცინო დაწესებულებაში ამოქმედდება ცხელი ხაზი და მოსახლეობა რეგისტრაციას უკვე ტელეფონით შეძლებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე გეტყვით, რომ შეფერხებაა მთავრობის ვებგვერდზე, სადაც დღეს ახალი კოვიდსტატისტიკა ისევ ვერ აიტვირთა.

მოამბე

მოამბე

მსგავსი