ვაქცინაცია წეროვანის დევნილთა დასახლებაში

მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა. სრულად აღჭურვილ ამბულატორიაში, იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს. მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

დატოვე კომენტარი