ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში

თბილისის პარალურად, „ფაიზერით“ ვაქცინაცია აჭარაშიც მიმდინარეობს. 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები საკუთარ რიგს დილიდან ელოდებიან. პირველი აცრა 71 წლის გულნარა დავითაძემ გაიკეთა. ფაიზერის ვაქცინაზე ორი კვირის ჯავშანი უკვე შევსებულია, რაც 1344 დოზაა.

გეგმის მიხედვით, ყოველდღიურად 84 პირი აიცრება. პარალელურად, გრძელდება „ასტრაზენეკით“ აცრა. აჭარაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იმერეთი ქვეყნის მასშტაბით მესამე რეგიონია, სადაც უკვე დაიწყო „ფაიზერით“ ვაქცინაცია. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ამ პრეპარატით დღეს 84 პირი აიცრება. ონლაინ პორტალზე რეგიონის მასშტაბით 1344 ჯავშანია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის შეფასებით, საწყისი ეტაპისთვის ეს ნორმალური აქტივობაა. პარალელურად, მიმდინარეობს „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი. ამ დროისთვის 350-მდე პირმა მიიღო კუთვნილი დოზა.

მოამბე