ვაქცინაცია ორსულებში

ფაიზერით“ ვაქცინაცია ორსულებში არავითარ უკუჩვენებას არ იწვევს“, – ამის შესახებ უახლეს კვლევას ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას გამაძლიერებელი, ე.წ. „ბუსტერ-დოზის“ გამოყენებისკენ მოუწოდებს, ეს განსაკუთრებით ეხება რისკ-ჯგუფებს და ორსულებს. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი თბილისის იმ სამეანო განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ინფიცირებული ქალები და მათი ახალშობილები მკურნალობენ. მესამე დოზის აუცილებლობა, ვაქცინის უსაფრთხოება ორსულებში და „ომიკრონის“ შტამისგან დაცვის სტრატეგია, – ნახეთ ქეთი თუთბერიძისა და გიორგი კიკვაძის სიუჟეტი.