ვაქცინაცია და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

15 სექტემბრიდან სკოლები მოსწავლეებს ამჯერადაც ვერ მიიღებენ. სასწავლო პროცესი მინიმუმ 4 ოქტომბრამდე ონლაინ წარიმართება. საქართველომ „იუნისეფისა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება, რომელიც სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და სწავლების ფიზიკური დასწრებით განახლებას გულისხმობდა, არ გაითვალისწინა. გადავადდა ტრანსპორტის ამოქმედების თარიღიც. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა, ჰოსპიტალური სექტორი, მათ შორის პედიატრიული კლინიკები, მაინც გადატვირთულია. როგორც წესი, სამშაბათს, შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. თუმცა, დღეს წინა სამშაბათთან შედარებით, 1 000-ით ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მეოთხე უმძიმესი ტალღის პიკი გადავლილია – შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის ფონზე, ახლა მთავარი გამოწვევაა, რამდენ ხანს იქნება ქვეყანა ე.წ. პლატოზე და აჩქარდება თუ არა დაღმასვლის საკმაოდ ნელი ტემპი.

დატოვე კომენტარი