ვაქცინაცია ბრუცელოზის პრევენციისთვის

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება. სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე, სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრა მიმდინარეობს. ცხვრისა და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება. ამავდროულად, დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90 ათასამდე სული საქონელი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ითანამშრომლონ ვეტერინართან და დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია.

 

დატოვე კომენტარი