ვაქცინაცია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებში 

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.

თანამშრომლების ვაქცინაცია „ფაიზერით“ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში თეატრები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და კულტურის ორგანიზაციები არიან ჩართული.

დატოვე კომენტარი