ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი

სიღნაღში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. „მომავლის ხმა“ — ასე ეწოდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია 16-დან 40 წლამდე განისაზღვრა. 31 მონაწილიდან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. ფესტივალის მთავარი პრიზი ორმა კონკურსანტმა მოიპოვა. მონაწილეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალის მიზანი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, თბილისსა და რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ვანო სარაჯიშვილის სახელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაა. ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და ტრადიციად დამკვიდრდება.