ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა - შეფასებები

ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის დაანონსება მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვის.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ მერაბიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმდინარე პროცესები და დღევანდელი მათი გეგმები იდენტურია. მათივე განცხადებით, არავის მისცემენ უფლებას ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

კრიტიკული შეფასებები გაკეთდა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდანაც. „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობაში“ მის გათავისუფლებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი დამხობაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზებით შეცვლას გულისხმობდა. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი ნაწილი ამბობს, რომ მერაბიშვილის ეს განცხადება მიუღებელია.