ვანო მერაბიშვილმა კლინიკა „მედიქლაბი“ დატოვა

ვანო მერაბიშვილმა კლინიკა „მედიქლაბი“ უკვე დატოვა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ყოფილი მინისტრი კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის იყო გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

მედიკოსების ცნობით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.