ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა

ვანო მერაბიშვილი ნომერ მე-9, ე.წ. მატროსოვის ციხეში გამომძიებელმა გამოკითხა.

პროცესი საკნიდან მისი გაყვანის საქმეს უკავშირდება. გამოკითხვის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გამომძიბლის ინფორმაციით, მერაბიშვილმა იმ ადამიანების მახასიათებლები აღწერა, რომლებმაც ის საკნიდან გაიყვანეს. გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია კი შეფასდება და დაიგეგმება შესაბიმისი ღონისძიებები.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება არ დაინტერესდა მაღალჩინოსნებით და პროცესი მხოლოდ პროცესისთვის ჩატარდა. გიორგი ჩივიაშვილი, ამბობს რომ დაცვის მხარეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.