ვანო მერაბიშვილი ადვოკატმა მოინახულა

ვანო მერაბიშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა. სტეფანე თუმანიშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არის დადგენილი მერაბიშვილის ზუსტი დიაგნოზი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი, რასაც ექიმები და ჩატარებული სამედიცინო კვლევები ვერ ადასტურებს.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელების მდგომარეობაზე და ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე დღეს პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა.

დღესვე საკითხს განცხადებით გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური.