ვანიშვილების ოჯახის გადაწყვეტილება

საქართველოს მოქალაქე რვა თვის ფეხმძიმე ქალმა ოკუპირებული ახალგორის საკარანტინო სივრცე დატოვა. თათია ადიკაშვილი  საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს ოძისის საგუშაგოზე გადასცა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება.

თათია ადიკაშვილი მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან ერთად, სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ მხარეს მოხვედრილ დათა ვანიშვილის ოჯახში რამდენიმე დღის წინ გადავიდა. ინფორმაცია სუს-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომლებიც საოკუპაციო ძალების მიერ ექვსი თვის წინ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდნენ.