ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატს დღეს დაასახელებენ

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნება“ დღეს საღამოს დაასახელებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს. სხდომა 18.30-ზე გაიმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.