ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის 4-სართულიანი შენობის მშენებლობა დასრულდა.

პროექტს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, „მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს. ჯამური ღირებულება 19 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. როგორც „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება.