ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.

მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს.

მუზეუმის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.