ვანდალიზმის ფაქტი სოფელ კორხში

უკანონოდ ცხადდება ახალქალაქის რაიონის სოფელ კორხში დაწყებული სამუშაოები.

მე-19 საუკუნეში აშენებული წმინდა სტეფანეს ტაძრის კედლები ადგილობრივებმა თითქმის მთლიანად ჩამოანგრიეს. როგორც სოფელში განმარტავენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრევის პირას იყო მისული, რის გამოც მისი საკუთარი სახსრებით რესტავრირება სცადეს. ირკვევა, რომ კედლების ნგრევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე დაიწყო.

უნებართვო სამუშაოების გამო, სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს შესაძლოა სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუხდეს.