ვანდალიზმი და სკვერების უსაფრთხოება 

22:03, 26.06.2026

უსაფრთხოების გამოწვევები თბილისის სკვერებში – ლოტკინის დასახლებაში მომხდარმა შემთხვევამ პრობლემის გარშემო დისკუსია გაააქტიურა.

რეკრეაციულ სივრცეში ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას რკინის საქანელის ნაწილი დაეცა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში იმყოფება. დაწყებულია გამოძიება. ძიება იკვლევს, თუ რამ გამოიწია რკინის კონსტრუქციის მოწყვეტა და რამდენად აკმაყოფილებდა სკვერში დამონტაჟებული საქანელა უსაფრთხოების სტანდარტებს. ამ კითხვებს პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. მანამდე კი გარკვეული ვერსიები ვრცელდება. ვანდალიზმზე მიუთითებს ადგილობრივი გამგეობა. ცოტა ხნის წინ ვანდალიზმის ფაქტებზე კანონმდებლობა და პასუხისმგებლობა გამკაცრდა, თუმცა ფაქტია, რომ კანონის გამკაცრებას სათანადო ეფექტი არ აქვს.

მსგავსი