„ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“- ხმაური ჩოხატაურში

ხმაურის ფონზე ჩაიარა შეხვედრამ ჩოხატაურის ბაზარში, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები ადგილობრივებთან შესახვედრად ჩავიდნენ. ალეკო ელისაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, კამპანიის – „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების“ ფარგლებში, გურიის მაჟორიტარის, ნინო წილოსნის შესახებ ბუკლეტები დაარიგა. როგორც თავად ამბობს, მას კორუფციაში ამხელს.

ალეკო ელისაშვილს ჩოხატაურის საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ბაზრის დირექტორი დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, დეპუტატის მუშაობით კმაყოფილები არიან, ბრალდებები კი უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. ალეკო ელისაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დეპუტატი ნინო წილოსანი.

მისი განმარტებით, პრობლემებს, რომელიც ელისაშვილმა ახლა აღმოაჩინა, ის ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის.