ვალერი გელაშვილის განცხადება

ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი პროკურატურას მიმართავს.

გელაშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებით, წლების წინ, წინა ხელისუფლების მიერ მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის გამოძიება ამ დრომდე არ მომხდარა. მისი ადვოკატის თქმით, ყოფილი დეპუტატი ფოთის გემთსაშენის აქციებს ფლობდა და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების გამო, მისი ქონების გასხვისება მოხდა.  ვალერი გელაშვილის ინფორმაციით, 2005 წელს უკანონოდ გაასხვისეს გემმისადგომი, ასევე უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში საწარმოში დასაქმებული რამდენიმე პირი.

ვალერი გელაშვილი დღესვე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ვალერი გელაშვილი, 2005 წელს მასზე თავდასხმის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. მისი ცემის ორგანიზებისთვის ერეკლე კოდუასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანალი.