ვალერი გელაშვილის ცემის საქმე

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ამ ეპიზოდში ბრალდებულია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, დეპუტატი ვალერი გელაშვილი 2005 წელს სცემეს. პროკურორმა დასკვნით სიტყვაში თქვა რომ ყოფილ დეპუტატს ექს-პრეზიდენტის მითითებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან გელაშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად საუბრობდა. კრიტიკის მიზეზი კი როგორც პროკურორმა თქვა, გახდა ის, რომ ხელისუფლება მისი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთით იყო დაინტერესებული. შემდეგ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის.

ამ საქმეზე ადვოკატებს მოწმეები არ ჰყოლიათ. დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ის ყველა მოწმეს ხსნის რომლებიც სიაში ჰყავდა.  ამის მიზეზი მას არ განუმარტავს. ამავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია – ვანო მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ.