ვალერი გელაშვილის ცემის საქმე

კიდევ ერთი საქმე, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას უკავშირდება.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ექვსწლიანი პატიმრობა ძალაში რჩება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. განაჩენის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით და ორი წლისა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გია სირაძის მიმართ.