ვალდებულებები ენერგეტიკის სექტორში

საქართველო ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ნელი ტემპით ასრულებს.

განცხადება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა გააკეთა. იანეზ კოპაჩი ამბობს, რომ ცალკეული ვალდებულებების შესრულების ვადა უკვე ამოიწურა. შესაბამისი კანონპროექტების განხილვა და მიღება კი ჭიანურდება. კოპაჩს იმედი აქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება. საუბარია ენერგოეფექტურობასთან და ბაზრების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.