ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში მორიგ განცხადებას აკეთებენ. თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ შადრევნის უსაფრთხოების საკითხი დღემდე მთავარი კითხვაა და მას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ანდრია ბასილაიამ განმარტა ისიც, რომ მერის დავალებით, ახლა შადრევანზე მომუშავე კომპანიის მიერ აქამდე გაცემულ დასკვნებთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და მისი შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.