ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ლაზარე კლინიკიდან გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.