ვაკის პარკის საქმე

ვაკის პარკის საქმესთან დაკავშირებით, დღეს საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. როგორც ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ისინი აპირებენ მოითხოვონ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმება და მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა. ბრალდების მხარის განცხადებით, კი ისინი დღეს უტყუარ მტკიცებულებებს წარადგენენ და იმედი აქვთ, რომ მას სასამართლო დაუშვებს.