ვაკის პარკის რეაბილიტაციის სადავო პირობები

სავარაუდოდ, მომავალ წელს თბილისის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო სივრცე იერსახეს შეიცვლის. ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს. თუმცა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის რამდენიმე პირობა არქიტექტორებისთვის მიუღებელია.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა ტენდერის მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პროექტს, მერიის მოთხოვნების მიხედვით, ვაკის პარკი რამდენიმე ზონად უნდა დაიყოს და ისტორიული იერსახე უნდა შეინარჩუნოს.