ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა განცხადა.

კახა კალაძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და განმარტა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.

ქალაქის მერი ამბობს, რომ მომავალ კვირას ხიდის ნაწილზე ასფალტს დააგებენ, რის შემდეგაც მისი მეორე ნაწილი გადაიკეტება.

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიამ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მასზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.