ვახტანგ კაპანაძის განცხადებები - პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებები. ის ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში, კონკრეტულ ობიექტებს ასახელებს საქართველოში, რომლებიც, მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს და საუბრობს, თუ რას იზამდა, თავად რომ ყოფილიყო ირანის ხელისუფლების ადგილზე. „იზრდება საფრთხე, როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის ასევე საქართველოსთვის. საქართველოში არის აშშ-ის საელჩო და ეს არის სამიზნე ირანის ხელისუფლებისთვის. თუკი ჩვენ ავიღებთ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს, და ეს არის მიზანში ამოღებული, ვეცდებოდი ყველაზე დაუცველ ადგილზე დამერტყა და ყველაზე დაუცველი ადგილი საქართველოა. ასე, რომ მე ამას ვერ გამოვრიცხავ,“- აცხადებს ვახტანგ კაპანაძე. სწორედ ეს განცხადებები გახდა დღეს კაპანაძის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საფუძველი.