ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი

სიმფონიური სურათი, „სალამბო“, სიმფონიური სუიტა ბალეტიდან, „ამორძალები“ და „სევდა“ კინოფილმიდან „რუსული სამკუთხედი“,- ეს იმ ნაწარმოებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ საიუბილეო კონცერტზე შეასრულა.

მაესტრომ მსმენელთან ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა აირჩია და თითოეული ნაწარმოების დაწყების წინ, მათი შექმნის მოკლე ისტორიაც გაიხსენა.

დასკვნითი კონცერტი 23 მარტს გაიმართება.