ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ანკარის საერთაშორისო ფესტივალზე
თურქეთის დედაქალაქში „ანკარას მე-40-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართული მუსიკის საღამო გაიმართა. საკონცერტო დარბაზში თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მსმენელის წინაშე შეასრულეს ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“. ნაწარმოები 2021 წელს შეიქმნა და ეს მისი მეორე შესრულებაა საზღვარგარეთ. ნაწარმოების საერთაშორისო პრემიერა 2023 წელს ბელგიაში, ფესტივალ Europalia-Georgia-ს ფარგლებში შედგა. გასტროლი კულტურის სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.