ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ 

21:58, 04.03.2026

7 მარტს ცნობილ ქართველ კომპოზიტორს და მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საკონცერტო სამზადისია. კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს, რომელიც საღამოს მშობლების ხსოვნას უძღვნის – შესრულდება მის მიერ შექმნილი ცნობილი ნაწარმოები „რეკვიემი.“

საათნახევრიანი პროგრამა სოლისტების, თბილისის სიმფონიური ორკესტრის, სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ქალთა კვარტეტის და მამაკაცთა ვოკალური სექსტეტის მონაწილეობით შესრულდება. მუსიკალურ საღამოს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – 7 მარტი ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა.

მსგავსი