ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ ათენში შესრულდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები, „რეკვიემი“ შესრულდა. საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.