ვახტანგ გომელაურის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობს. ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს შეხვდა. დისკუსიის დაწყებამდე, დელეგაციის წევრებთან და სომხეთის პოლიციის უფროსთან ერთად, ვახტანგ გომელაურმა გვირგვინით შეამკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალი. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს.