ვახტანგ გომელაური არტურ ვანეციანს შეხვდა

12:40, 24.01.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

მსგავსი