„ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,  წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაციასა და ამავე თემატიკაზე ფოტოგამოფენას უმასპინძლა. წიგნი, რომელიც ცნობილი ქართველი ექიმის, ვახტან ღამბაშიძის ხელნაწერი ალბომის მიხედვით მომზადდა, ქართველი თუ უცხოელი საზოგადო მოღვაწეების უნიკალური ხელნაწერების ასლებს, ფოტოებსა და მნიშვნელოვან საარქივო მასალას მოიცავს.

წიგნი თსუ-ს წარდგინებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

ავტორი: გვანცა გიორგაძე.

ახალი დღე

დატოვე კომენტარი