ვახტანგ ჭაბუკიანის 110 წლის იუბილე

ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდა.

სახლში, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი ცხოვრობდა, საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს შეუძლია, სხვადასხვა სპექტაკლის თუ გასტროლის ამსახველ უნიკალურ ფოტო-არქივს გაეცნოს და რამდენიმე სპექტაკლიდან დღემდე შემორჩენილი აფიშები დაათვალიეროს. ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის ამსახველ ექსპოზიციაზე გამოფენილი რამდენიმე მასალა პირველადაა წარმოდგენილი.