ქართველი პარამკლავჭიდელის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი ბექბოსუნ ტოქტოსუნის მატჩრევანში ქართველის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. 60 კგ. წონით კატეგორიაში გამართული შეხვედრა ბათუმში ჩატარდა. ახობაძე ყირგიზ სპორტსმენს პირველად ერთი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდა და ის დაპირისპირებაც მოიგო. ვახტანგ ახობაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის ამ ტიტულს პირველად 2015 წელს დაეუფლა.