ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

18:24, 19.10.2026

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის საკუთარ სახლში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სასამართლოს სხდომას, თავად სანაია არ დასწრებია. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დაკავებამდე კი განაცხადა, რომ მისი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება კი არ გაჩუმდება არასდროს  და , რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, რეჟიმს ამოაყირავებენ. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია სოც ქსელში გამოქვეყნებულ პოსტის გამო, 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე იყო.

მსგავსი