ვახო ფანგანის სახელობის საფეხბურთო ფესტივალი ორხევში

ორხევის დასახლების საფეხბურთო მინი სტადიონზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახო ფანგანის სახელობის საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო. ფინალში ერთმანეთს ბედეგი და ვახო ფანგანის მეგობრების გუნდი დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება ვახოს მეგობრების გუნდმა მოიპოვა.

ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და წელს მეშვიდედ გაიმართა. გამარჯვებულები სპეციალური სიგელებით, პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.