ვაკეში, ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ

ვაკეში, მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, რომ მერიაში შეტანილი განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე არ დაკმაყოფილდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება და თბილისის მერი ამ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას არ დაუშვებენ. აქციის მონაწილეებს დღეს მერიამ უპასუხა. უწყებაში აცხადებენ, რომ მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში აღნიშნულ პროექტზე წარმოება მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.